გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ - ლიეტუვის ელჩი ღარიბაშვილთან შეხვედრას აანონსებს

09.06.23 13:53
გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ - ლიეტუვის ელჩი ღარიბაშვილთან შეხვედრას აანონსებს

ლიეტუვის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აანონსებს - როგორც ანდრეი კალინდრამ განაცხადა, მთავრობის მეთაურთან "გაუგებრობებზე" ღიად ისაუბრებს. 

მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს თვალს ადევნებენ. 

კანდიდატის სტატუსი ნამდვილად საჭიროა, ის მოუტანს ბევრ სარგებელს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს. გაუხსნის საქართველოს გაცილებით მეტ შესაძლებლობას.  თითქმის ერთი წელია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაციები გასცეს. ნამდვილად არის პროგრესი, მაგრამ არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მუშაობას ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა.

შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი. ჩვენ გვსურს, არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით საქართველომ და ქართველმა ხალხმა. თვალს ვადევნებთ ამ განცხადებებს ისევე, როგორც საქართველოს მთავრობა ადევნებს თვალს დასავლელი მეგობრების განცხადებებს.

ლიეტუვა და საქართველო ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, შევხვდებით პრემიერმინისტრს ორშაბათს ან უახლოეს დღეებში და ამ გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ" - ამბობს კალინდრა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში ამერიკელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები და პოლიტოლოგები თბილისში მსჯელობენ.

კონფერენციის ორგანიზატორი "საქართველოს უნივერსიტეტია" და მას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებიც ესწრებიან. 

მსგავსი სიახლეები