გაუმართლებელია "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტს გარეთ დარჩენა - ცეზარ ჩოჩელი
პარტია „ პროგრესი და თავისუფლების“ წევრი, ცეზარ ჩოჩელი, თვლის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პარლამენტს გარეთ დარჩენა გაუმართლებელია. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პარლამენტი ფაქტობრივად, შედგა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში აღარ უნდა დარჩეს.
ეს არის კონკრეტულად ჩემი შეხედულება. დღეს ბოიკოტის რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენა არის გაუმართლებელი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, პარლამენტი შედგა, ოპოზიციის დიდი ნაწილი შევიდა და ეს, ფაქტორბივად, გამოდის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია უნდა დარჩეს გარეთ, რასაც მე ნამდვილად არ ვეთანხმები, - ამბობს ცეზარ ჩოჩელი.
ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს, რომელთა ინტერესების არ გათვალისწინებაც მართებული არ იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია და არ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , ეს გამოიწვევს, რომ იმ ამომრჩევლების ხმა და აზრი არ იქნება გათვალისწინებული პარლამენტში. ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ და ზოგადად, ბლოკი „ძალა ერთობაშია“ . მას ჰყავს 500 დან 600 ატასამდე როგორც მინიმუმ ამომრჩეველი, რომელიც არის მზარდი და მე ვფიქრობ, რო ამ ადამიანების ინტერესების დასაცავად და იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც ქვეყანაშია საჭირო, წორედაც უნდა შევიდნენ, -ამბობს ჩოჩელი.