ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რეპრესიულია - სოფო ჯაფარიძე

09.06.23 14:39
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რეპრესიულია - სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას რეპრესიულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს როგორც კლინიკის ხელმძღვანელობას, ისე პაციენტების უფლებების დარღვევაა.

ეს არის რეპრესიული ხასიათის გადაწყვეტილება და ფაქტი არის ერთი, რომ ამ დროს ერთმევა უფლება, როგორც კლინიკის ხელმძღვანელობას, ისე პაციენტებს და ეს მათი უფლებების დარღვევა, თან ძალიან დიდი. რასაკვირველია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. რაც ნიშნავს დაჩქარებული ვადები და რატომ? ეს ის თემაა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განხილოს". - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

 ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო დაწესებულებებზე კონტროლს აძლიერებს. ჯანდაცვის სამინისტო პარლამენტისგან ითხოვს ახალი კანონის ამოქმედებას, რომელიც მარეგულირებელს უფლებას მისცემს, ნებისმიერ სახელმწიფო კლინიკაში, ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე შევიდეს და შემოწმება ჩაატაროს.

თუმცა, მთავარი ინტირგა კანონპროექტის ერთი მუხლია, რომლის მიხედვით, თუ რომელიმე კლინიკაში დარღღვევას აღმოაჩენენ, საავადმყოფოს ლიცენზიას შეუჩერებენ. დახურვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს. ეს კი შესაძლოა, წლობით გაიწელოს.

მსგავსი სიახლეები