ოპოზიცია "ოცნებისგან" პასუხებს ითხოვს, რატომ შემოუშვეს საქართველოში ლავროვის სანქცირებული ოჯახი
ხმაურია საკრებულოში, სადაც დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.
ოპოზიცია "ოცნებისგან" ითხოვს პასუხებს, რატომ შემოუშვეს ლავროვის სანქცირებული ოჯახი საქართველოში.
თბილისის საკრებულოში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა გოგოლაძის განცხადებით, "ოცნების“ მიერ დაკავებული ყველა მოქალაქე მთავრობის ძალიან მანკიერი სისტემის მსხვერპლია და ისინი სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის იჩაგრებიან
„იმის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში სასტიკ ტერორისტულ აქტივობებს აგრძელებს, ჩვენი ხელისუფლება ძალიან მტკიცედ და ჯიუტად მიუყვება რუსულ გზას. საქართველოში რამდენიმე კვირის წინ სანქცირებული ლავროვის ნათესავები ჩამოვიდნენ და ბედნიერად იხდიდნენ ქორწილს. ამ კადრების შემყურე მოქალაქეები პროტესტითა და ბრაზით განეწყვნენ.
„ქართული ოცნების“ მიერ დაკავებული ყველა მოქალაქე მთავრობის ძალიან მანკიერი სისტემის მსხვერპლია. ისინი სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის იჩაგრებიან. მინდა შეგახსენოთ, რომ ლავროვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების ერთ-ერთი მთავარი აგიტატორი იყო.