რამდენად კმაყოფილია სააკაშვილი ენმ-ს ნაბიჯებით - პარტიის ლიდერები კითხვებს გაურბიან
რამდენად კმაყოფილია საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯებით? - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნაწილი "ტვ პირველის" კითხვებს გაურბის.
უპასუხოდ დარჩა შეკითხვა რატომ არ ტარდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი აქციები.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "პირველების" კითხვის არსი არ ესმის.
ვასო ურუშაძემ კი "პირველებს" ურჩია, სასურველი კითხვები პარტიას წერილობით გაუგზავნოს.