საქართველო საჰაერო სივრცით გადატანილ საქონელს ვერ აკონტროლებს - გიორგი კაკაურიძის აღიარება

09.06.23 15:52
საქართველო საჰაერო სივრცით გადატანილ საქონელს ვერ აკონტროლებს - გიორგი კაკაურიძის აღიარება

საქართველოს მთავრობა რუსეთის სამსახურში ჩადგა - ამ სიტყვების მოსმენა დღეს ფინანსთა მინსიტრის მოადგილეს უწევდა. გიორგი კაკაურიძე დღეს თავის მართლების და თავდასხმის რეჟიმში ერთდროულად იყო გადასული. ლაშა ხუციშვილის მოადგილე არასასურველ კითვებს უხერხული რეპლიკებით და წამოძახებებით პასუხობდა. მატყუარები ხართ - ეს იყო კაკაურიძის მიერ ნათქვამი ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა "ნაც მოძრაობის" წევრების მისამართით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, რატომ გაიზარდა პარალელული ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან რუსეთში და ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ქვეყნებში ექსპორტის გაზრდა შემთხვევა არ არის და მათი მტკიცებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან სომხეთში გასული საქონელი ექსპორტით მიდის რუსეთში, რაც სანქციების გევრდით ავლაა და საქართველო ამ სქემის თანამონაწილეა. 

კითხვებზე პასუხები ოპოზიციამ კაკაურიძისგან შეიძლება ითქვას, რომ ვერ მიიღო, რადგან კაკაურიძემ ოპოზიციის წარმომადგენლები ტყუილში დაადანაშაულა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქართველო რუსეთს არ ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და რომ ჩვენი ქვეყანა სომხეთს ვერ მოაქცევს იზოლაციაში, შესაბამისად ექსპორტი გაგრძელდება.

"ძალიან ბევრი არასოწორი ინფორმაციია. ტყუილია, სომხეთიდან რუსეთში თუ მდიის, ტრანზიტსაც არ ვატარებთ. ჩვენ გვაქვს უფლება, დავასანქციროთ სომხეთი? არ შევუშვათ სომხეთში ის პროდუქტი, რაც მიდის? სომხეთი ჩავკეტოთ და იზოლაციაში მოვახდინოთ? - უპასუხა კაკაურიძე ენმ-ს დეპუტატს ვასო ურუშაძეს. 

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა ვერ აკონტროლებს საქართველოს გავლით შესულ საქონელს, საუბარია საჰაერო სივრცით გადატანილ საქონელზე, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას კონტროლის ბერკეტი არ აქვს.

"სომხეთში საქონელი ავიაციით მიდის და იცით, რომ ავიაციით ვერ ვაკონტროლებთ და არ არის ამის კონტროლის საშუალება?  აცდენილები ხართ რეალობას - უთხრა კაკაურიძემ ურუშაძეს.

 ენმ-ს წევრმა ვასო ურუშაძემ კი კაკურიძეს უთხრა, რომ აცდენილები მმართველი პარტიაა რეალობას. 

"აცდენილები თქვენ ხართ იმ რეალობას, რაც მსოფლიოშია. თქვენ თვითონვე დაადასტურეთ, რომ სომხეთიდანაც, ირანიდანაც სწორედ საქართველოს გზის გამოყენებით შედის ყველა ის პროდუქტი, რომელიც სჭირდება პუტინის ტრორისტულ რეჟიმს. თქვენ თვითონვე დაადასტურეთ ახლა, რომ ავიაციით შედისო. უყურებთ, აკვირდებით და არაფერს არ აკეთებთ". - უთხრა ურუშაძემ კაკაურიძეს. 

ურუშაძის ამ ბრალდებაზე, კაკაურიძე ისევ რეპლიკას  - მატყუარას იშველიებდა და იმეორებდა, რომ საქართველოზე ექსპორტი კი არა, არამედ ექსპორტიც კი არ გადის.

მსგავსი სიახლეები