რა გააკეთა გამაგებინეთ? - გორის საკრებულოს თავმჯდომარე სტრატეგიულ პარტნიორებს არასაკმარისი მხარდაჭერის გამოცხადებაში ადანაშაულებს

09.06.23 16:18
რა გააკეთა გამაგებინეთ? - გორის საკრებულოს თავმჯდომარე სტრატეგიულ პარტნიორებს არასაკმარისი მხარდაჭერის გამოცხადებაში  ადანაშაულებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები 2008 წლის ომის დროს არასაკმარისი მხარდაჭერის გამოცხადებაში დაადანაშაულა.

მაღალჩინოსანმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოსული 5 ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტს აფატობრივად არაფრისმომცემი უწოდა და თქვა, რომ საქართველოს ამით არაფერი მიუღია: 

ტაფაზე პირდამწვარი, დოს სულ უბერავდა, ასეა საქართველოს საქმე. 2008 წელს ჩვენ ფაქტობრივად მარტო დავრჩით. ჩვენ რომ ჩავერთოთ ყველა იმ რიტორიკაში რასაც ევროპის ძლიერი ქვეყნები... გამოდის ბრიტანეთი, გერმანია, ძალაც აქვთ და "ნატოს" წევრებიც არიან. 

რომელ დადგომაზე იძახი, რომ გააჩერეს და ფაქტობრივად  რა მოხდა მერე? ის 20% წაიღეს და რა მივიღეთ ჩვენ? იმ ხუთმა პრეზიდენტმა რა გააკეთა გამაგებინეთ? იმ იმაში (ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება) შესრულდა რამე? შეშფოთება და რეზოლუციები, რომელიც მიღებულია, დღეს დღეობით რას თამაშობს, რა მივიღეთ? - არაფერი

მსგავსი სიახლეები