მალავს თუ არა გომელაურის უწყება ლავროვის სანქცირებული ოჯახის ქართული ვიზიტის ამბავს - მინისტრის მოადგილის განმარტება

09.06.23 16:51
მალავს თუ არა გომელაურის უწყება ლავროვის სანქცირებული ოჯახის ქართული ვიზიტის ამბავს - მინისტრის მოადგილის განმარტება

კანონს ვერ დავარღვევთ - შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ხატია დეკანოიძეს პასუხობს. საუბარია, პარლამენტის წევრის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც გომელაურის უწყება სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის.

 ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება პერსონალური მონაცემებია და უწყებას მისი გაცემის უფლება  მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აქვს.

ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, ამის საკანონმ,დებლო საფუძველი უნდა ქონდეს სახელმწიფო უწყებას. ჩვენ ვკითხეთ ქალბატონ ხატიას (დეკანოიძეს) რა ლეგიტიმური მიზანი არსებობდა იმისი რომ საჯარო გავხადოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები. ველოდებით პასუხს. როცა იქნება საკანონმდებლო საფუძველი და გავქვს შესაბამისი რეგულაციები ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. რა სამართლებრივი მოცემულობა გვქონდა იმ კონკრეტული წერილიდან გამომდინარე, შესაბამისი პასუხი გაეცა ქალბატონ ხატიას"- აცხადებს დარახველიძე.

 

მსგავსი სიახლეები