თადუმაძის გასაიდუმლოებული დეკლარაცია - საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაწყებულია

09.06.23 17:25
თადუმაძის გასაიდუმლოებული დეკლარაცია - საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაწყებულია

საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია მაშინ, როცა მოსამართლე შალვა თადუმაძის დარღვევით შევსებული დეკლარაცია გაასაიდუმლოეს. უკვე წლებია, რაც უცნობი რჩება, რა გადამალა ან რა დაარღვია ივანიშვილის ყოფილმა პირადმა იურისტმა.

საქმე ეხება იმ პერიოდს, როცა მან პროკურატურიდან უზენაეს სასამამრთლოში გადაინაცვლა. თადუმაძემ მაშინ საჯარო სასამხურის ბიუროდან მოითხოვა დაემალათ დარღვევები, რომელიც იყო მის დეკლარაციაში და საერთოდ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო ეს ინფორმაცია. 

სწორედ ამის თაობაზე დაობენ ახლა არასამთავრობო ორგზანიზაციები. საია საკონსტიტუციო სასამართლოსგან კანონის აღსრულებას ითხოვს.

საკონსტიტუციოში საქმის არსებითი განხილვა უკვე დაწყებულია.

ხომ არ დამალა თანამდებობის პირმა თავისი შემოსავალი, დეკლარაციაში ხომ არ ასახა ესა თუ ის შემოსავალი, ეს არის საჯარო ინტერესის მქონე საგანი და ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ამ ინფორმაციაზე, შესაბამისად, სასამართლოს უფლება, გაასაიდუმლოოს ასეთი ტიპის ინფორმაცია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ეს არის საკონსტიტუიციოში დავის საგანი.

დღემდე არ ვიცით, რა დარღვევა დაუდგინა საჯარო სამსახურის ბიურომ თადუმაძეს მის დეკლარაციაში, ანუ დამალა თუ არა რაიმე შემოსავალი, რა იყო ეს შემოსავალი, რაზე ედავებოდა საჯარო სამსახურის ბიურო.

უზენაესი სამსახურის ბიურომ თქვა ის, რომ ბატონი თადუმაცის რეპუტაციის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდე ის, რომს აზოგადოებამ იცოდეს, რა დარღვევა დაუდგინა. ბუნებრივია, ეს ზრდის თანამდებობის ბოროტად გამოყენების და კორუფციის რისკებს". - ამბობს არასამტავრობო ორგანიზაციის წევრი.

მსგავსი სიახლეები