ვინ წერს ენმ-ს საპარლამენტო სიას - ჩარკვიანი-მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკური გარიგება განხილვის მთავარი თემაა
ვინ წერს "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიას და რა შანსები აქვს თაკო ჩარკვიანს მოხვდეს პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დახმარებით - ჩარკვიანი-მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკური გარიგება დღეს "ნაცმოძრაობაში" განხილვის მთავარი თემაა.
ვასო ურუშაძე ამბობს, რომ ენმ- დღეს ყველაზე დემოკრატიული პარტიაა და შესაბამისად, საპარლამენტო სიის ფორმირებაც გამჭვირვალედ მოხდება.
ვერავინ ვერ ვიტყვით, ვისი ადგილი შეიძლება გამოიძებნოს ნაციონალურ მოძრაობაში" - თქვა ურუშაძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად არის შესაძლებელი, თაკო ჩარკვიანის ადგილი აღმოჩნდეს ენმ-ს საპარლამენტო სიაში.
"ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებას ყველა დონეზე, მმართველობის ნაწილში მიიღებს დემოკრატიულად - ყველაფერზე შეიძლება იყოს არჩევნები"- თქვა ურუშაძემ.
დევი ჭანკოტაძეც ამტკიცებს, რომ მას შს ყოფილი მინისტრი დიდი ხანია არ უნახავს. პარლამენტის წევრის თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებაც რომ საპარლამენტო სიას ვანო მერაბიშვილი წერს.
რაც შეეხება კიდევ ერთ განცხადებას, რომ ჩარკვიანი პარტია ენმ-ს პოზიციას გამოხატავს, ამ მოსაზრებას თინა ბოკუჩავა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, "ჩარკვიანი ოპოზიციონერი დეპუტატია და ბუნებრივია, აჟღერებს გზავნილებს, რომელიც არის ოპოზიციაში ივანიშვილის რეჟიმთან".