გული მწყდება, რომ ენმ-ს პოზიციას ჩარკვიანი აჟღერებს - ხატია დეკანოიძე

09.06.23 17:36
გული მწყდება, რომ ენმ-ს პოზიციას ჩარკვიანი აჟღერებს - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძის თქმით, მას ძალიან სწყდება გული, რომ თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის პოზიციას გამოხატავს". 

პარლამენტის დეპუტატი იხსენებს ფაქტს, როცა "კანონი და სამართალი"-ს ლიდერმა ის და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან ალიანსში დაადანაშაულა. 

გული მწყდება, რომ პარტიის პოზიციას ისეთი ადამიანები აჟღერებენ, როგორიცაა თაკო ჩარკვიანი. ეს არ არის ჩემი საქმე, უბრალოდ გული მწყდება. ქალბატონი ჩარკვიანი იყო ის ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მე და ნიკა (მელია) ბიძინა ივანიშვილთან ალისნსდში დაგვადანაშაულა. ამ ყველაფერს კი ჩემს მიმართ ბრალდებების მთელი კასკადი მოჰყვა" - თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები