პარტიასთან, სადაც მერაბიშვილი და ძმანი მისნი წამოვიდნენ წინა პლანზე, კავშირს ვერ ვხედავთ - ხაზარაძე

09.06.23 17:46
პარტიასთან, სადაც მერაბიშვილი და ძმანი მისნი წამოვიდნენ წინა პლანზე, კავშირს ვერ ვხედავთ - ხაზარაძე

პარტია "ლელო" საქართველოსთვის ლიდერები ფიქრობენ, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. დღეს პარტიამ ლიდერთა სათათბირო სხდომა გამართა. 

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მათი კარი ღიაა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთის, დიმპლომატებისთის და სტუდენტებისთვის.

ხაზარაძე ენმ-ს თან რაიმე სახით ერთობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ პარტიასთან, სადაც ბოლო პერიოდში მერაბიშვილი და ძმანი მისნი წინა პლანზე წამოვიდნენ, კავშირს ვერ ხედავს.

იქნება ერთი პარტია და იქნება ერთი ნომერი და ერთი სია. მივალთ ამ კონკრეტკამდე. შესაბამისად, ჩვენი კარი არის ღია. ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს. ვისაც ფერი არ მოსწონს ყვითელი და სახელი, ეს არის ტექნიკა და ამაზე შეგვიძლია კომპრომისზე წავიდეთ. რაც ბოლოს ნაციონალურ მოძრაობაში განვითარდა ცვლილებები და წინა პლანზე წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან იმ 9 წლიან მოძრაობასთან, კერძოდ მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ, თუმცა ვხედავთ დიდ პოტენციალს საზოგადოების წარმომადგენლებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, დიმპლომატებთან და სტუდენტებთან, რომელსაც უნდათ აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში". - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები