კმაყოფილია თუ არა სააკაშვილი ენმ-ს მუშაობით? - ექსპრეზიდენტის ბიძა ალაპარაკებას გეგმავს

09.06.23 20:07
კმაყოფილია თუ არა სააკაშვილი ენმ-ს მუშაობით? - ექსპრეზიდენტის ბიძა ალაპარაკებას გეგმავს

ვინ დაწერს "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიას? - წყარო "პირველებს" უყვება, რომ   პარლამენტში გამსვლელ ოცეულს ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დააკომპლექტებენ.  სავარაუდოდ, სიაში მოხვდებიან  პარტიის არაწევრი პოლიტიკოსები, ისინი, ვინც ყოფილი ძალოვანი მინისტრების ფავორიტები არიან. იქნება  თუ არა მათ შორის თაკო ჩარკვიანი, რომელიც ვანო მერაბიშვილთან გარიგებაში  გუშინ "ტვ პირველის" ეთერში ამხილეს? ოპოზიცია ამტკციებს,რომ ჩარკვიანს გააქტიურების სანაცვლოდ მერაბიშვილი პარლამენტში ადგილს გარანტირებულად ჰპირდება.

პარტიის წევრები უხერხულ კითხვებს გაურბიან. მათ შორის იმის შესახებაც, არის თუ არა სააკაშვილი  "ნაციონალური მოძრაობის" მუშაობით კმაყოფილი. პატიმარი პრეზიდენტის ოჯახის სახელით მალე ალაპარაკებას სააკაშვილის  ბიძა  გეგმავს. ვიდრე თემურ ალასანია საჯაროდ გამოჩნდება,  მას, სავაუდოდ, უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტ ელისო კილაძესთან, რომელიც ამტკიცებს,რომ  სააკაშვილის ოჯახი ხაბეიშვილის გუნდის მუშაობით უკმაყოფილოა.  მთავარი დაპირება, პრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ ისევ შეუსრულებელია და არც უწყვეტი აქციები ჩანს სადმე.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები