პირადი მიყურადების ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება - მაია ბითაძე

09.03.21 12:07
პირადი მიყურადების ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება - მაია ბითაძე

"ქართული ოცნების" წევრი, მაია ბითაძე სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. ბითაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროკურატურამ საქმე არა აუდიოჩანაწერის შინაარსზე, არამედ პირადი მიყურადების ფაქტზე უნდა დაიწყოს.

მე, როგორც იურისტი, ხმამღლა ვაცხადებ, რომ ეს არის სამართლის ზოგადი პრინციპი, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, პირადი მიყურადების ფაქტზე უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს არის ერთმნიშნელოვანი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, - აცხადებს მაია ბითაძე.

ბითაძე სკანდალურ აუდიოჩანაწერს ფალსიფიცირებულს უწოდებს და ამბობს, რომ დემოკრატიული ქვეყანაში მსგავსი ფაქტები არასწორი და მიუღებელია.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს და მათ შორის, კახი კალაძესაც ხაზი გაუსვამს იმისთვის, რომ ეს არის არასწორი და არანორმალური დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც ჩვენ კიდევ ფარული ჩანაწერების და პირადი ჩანაწერების, მათ შორის, ფალსიფიცირებულის მოსმენა და ამაზე ჭორაობა გვიწევს, შესაბამისად, კანონმდებლობის ფარგლებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება ფარული ჩანაწერების ფაქტზე და ამის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები, - ამბობს ბითაძე.

სკანდალური აუდიოჩანაწერის მტავარი ფიუგურანტები  ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე  კამერების წინ არ ჩნდებიან. დუმილის რეჟიმშია „ქართული ოცნების“ წევრების ერთი ნაწილიც. მეორე ნაწილი კი აუდიოჩანაწერის ფაბრიკაციაზე საუბრობს და პროკურატურის მხრიდან აღნიშნული საქმით დაინტერესებას აანონსებს. 

მსგავსი სიახლეები