პრემიერის პრორუსული გზავნილები - დასავლელი პარტნიორები განმარტებებს ითხოვენ

09.06.23 20:08
პრემიერის პრორუსული გზავნილები - დასავლელი პარტნიორები განმარტებებს ითხოვენ

რა შედეგით დასრულდა საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა?  გავრცელდა მხოლოდ კადრები.  გერმანული მედია წერს, რომ შეხვედრა ქართველი ემიგრანტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა, არ  იყო პრესკონფერენცია და ლიდერებს განცხადებები არ გაუკეთებიათ. ოლაფ შოლცს  ამ დრომდე ტვიტერზეც კი არაფერი დაუწერია. დაწერა ღარიბაშვილმა,  ოღონდ მხოლოდ შაბლონური ტექსტი, საიდანაც შეუძლებელია იმის გაგება, რა უთხრა პრემიერის შოლცმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის. პრორუსული გზავნილების გამო პარტნიორები მისგან ახსნა-განმარტებებს ერთმანეთის მიყოლებით ითხოვენ.

რა უთხრა გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერს უცნობია, თუმცა ცნობილია, რა არ მოსწონთ დასავლეთში. ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში  ღარიბაშვილი ევროინტეგრაციის გზაზე  ყველაზე დიდი პრობლემად იქცა. მის ყველა პრორუსულ განცხადებას კითხულობენ და შესაბამისს პასუხებს სცემენ.

თბილისში დაბრუნებულ ღარიბაშვილს კიდევ ერთი მძიმე აუდიენცია ელჩებთან ელოდება. ლიეტუველმა დიპლომატმა უკვე დაანონსა, რომ  პრემიერს უნდა შეხვდნენ და ყველა გაუგებრობა გაარკვიონ. 

ყველაფერი ამით  არ სრულდება. საქართველოს მალე ისე ევროპარლამენტარები ეწვევიან, რომლებმაც გუშინ ბრიუსელში პირდაპირ თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები