პრემიერი ირწმუნება, რომ გერმანიის კაცნლერთან "კარგი შეხვედრა" ჰქონდა
პრემიერი ირწმუნება, რომ გერმანიის კანცლერთან "კარგი შეხვედრა" შედგა. ამის შესახებ ქვეყნის მეთაური ტვიტერზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, ოლაფ შოლცთან საუბარი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შეეხო.
ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.