ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა თსუ-ში რუსული რუბლები დააყარეს
ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა რუსული რუბლები დააყარეს. თსუ-ს სალექციო აუდიტორიიდან დაცვის თანხმებით გამოსული ოცნების თავმჯდომარე დღეს საპროტესტო დერეფანში მოექცა.
არსებული ცნობებით, სტუდენტები კობახიძესთან რუსულ ფულზე ხელმოწერის თხოვნით მივიდნენ. რუსული კანონის მხარდამჭერ კობახიძესთან ახლოს სტუდენტები მისმა პირადმა დაცვამ არ მიუშვა. კიბეზე ჩასვლის დროს კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდებმა რუსული ფული დააყარეს.
ფოტო: რადიოთავისუფლება