ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ,,ქართული ოცნება" ივანიშვილის გარეშეა - კახა კუჭავა

21.05.21 18:22
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ,,ქართული ოცნება" ივანიშვილის გარეშეა - კახა კუჭავა

,,ქართული ოცნება" უკვე არის ბიძინა ივანიშვილის გარეშე - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ euractiv.com-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კუჭავა ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში აღარ ერევა. ევროპულმა გამოცემამ პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტის დროს ჩაწერა

,,ქართული ოცნება" უკვე არის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. უკანასკნელად არჩევნებისას 31 ოქტომბრის საღამოს ვნახე. მე მასთან შეხვედრები არ მაქვს. არც შეტყობინებს ვუგზავნი, არც ტელეფონზე ვურეკავ. მან დატოვა პოლიტიკა. რთული დასაჯერებელია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ამის დანახვა ძალიან მარტივი იქნება - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.