"ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ, საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ - კობახიძე რუბლების დაყრაზე

10.06.23 14:38
"ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ, საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ - კობახიძე რუბლების დაყრაზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტუდენტებს მისთვის თსუ-ში რუბლები არ გადაუყრია. მისი თქმით, ეს ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო და სტუდენტები არაფერ შუაში არიან.

მისი თქმით, ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული.

"აქ არ იყვნენ სტუდენტები, არაფერ შუაში არ არიან სტუდენტები. სინამდვილეში მოსული იყო ფორმულასთან აფილირებული ახალგაზრდები, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაშია მისი სტუდენტობა. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული, მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს", - თქვა კობახიძემ."

ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა რუსული რუბლები დააყარეს. თსუ-ს სალექციო აუდიტორიიდან დაცვის თანხმებით გამოსული ოცნების თავმჯდომარე დღეს საპროტესტო დერეფანში მოექცა. 

არსებული ცნობებით, სტუდენტები კობახიძესთან რუსულ ფულზე ხელმოწერის თხოვნით მივიდნენ. რუსული კანონის მხარდამჭერ კობახიძესთან ახლოს სტუდენტები მისმა პირადმა დაცვამ არ მიუშვა. კიბეზე ჩასვლის დროს კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდებმა  რუსული ფული დააყარეს.

ფოტო: რადიოთავისუფლება.