ელისაშვილი ,,ქართულ ოცნებას" ტაშს უკრავს - თინა ბოკუჩავა

21.05.21 18:41
ელისაშვილი ,,ქართულ ოცნებას" ტაშს უკრავს - თინა ბოკუჩავა

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილისა და  ხელისუფლების მესიჯბოქსები იდენტურია.   ბოკუჩავამ ტვ პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში" განაცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" პარტია ,,მოქალაქეები" შეიწოვა.

ალეკო ელისაშვილი ტაშს უკრავს ,,ქართულ ოცნებას" და მათს მესიჯბოქსზე ზის. გარდა იმისა, რომ საარჩევნო რეფორმა მოიწონა, ამ ადამიანმა ასე თქვა, რომ ოპოზიციური ერთობა უტოპიააო, ბლეფიაო, ძალიან მიმძიმს მისი ტერმინოლოგიით საუბარი.

ერთობა ბლეფია არ არის, რომ არა ,,ქართული ოცნების" მიერ შეწოვილი ფსევდოპოზიციური პარტია",- განაცხადა ტვ პირველთან თინა ბოკუჩავამ.