ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს - მდინარაძე

10.06.23 16:28
ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი პროვოკაციის ორგანიზატორი „ფორმულა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ.

კობახიძე ამბობს, რომ ალბათ ამ ადამიანებმა, ვინც ირაკლი კობახიძეს რუსული ფული გადააყარეს, რუბლები ელენე ხოშტარიას გამაორთვეს.

„როდესაც ამბობთ, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ამბავს „ფორმულაც“ ესწრებოდა, შეცდომას უშვებთ, რადგან „ფორმულა“ თავად ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები და ამის შემდეგ მიჰყვნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც, ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი გაეცათ. ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა რუსული რუბლები დააყარეს. თსუ-ს სალექციო აუდიტორიიდან დაცვის თანხმებით გამოსული ოცნების თავმჯდომარე დღეს საპროტესტო დერეფანში მოექცა. 

არსებული ცნობებით, სტუდენტები კობახიძესთან რუსულ ფულზე ხელმოწერის თხოვნით მივიდნენ. რუსული კანონის მხარდამჭერ კობახიძესთან ახლოს სტუდენტები მისმა პირადმა დაცვამ არ მიუშვა. კიბეზე ჩასვლის დროს კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდებმა  რუსული ფული დააყარეს.

კობახიძის თქმით, ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული.

 

მსგავსი სიახლეები