ორიენტაციარეულებს გვეძახიან, არ მოვუთმენთ ამას ირაკლი კობახიძეს - სტუდენტი
სტუდენტები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძეს შეურაცხყოფას არ მოუთმენენ.
მათი თქმით, "ოცნება" ყველანაირ ზღვარს გასცდა და ისინი უკვე პირდაპირ ებრძვიან სტუდენტებს.
"ქართული ოცნება" ყველანაირ ზღვარს გასცდა. ებრძვიან პირდაპირ სტუდენტებს, გვაყენებენ შეურაცხყოფას და ორიენტაციარეულებს გვეძახიან. დროა დასრულდეს ეს ყველაფერი. მართლა არ მოვუთმენთ ირაკლი კობახიძეს, არც ირაკლი კობახიძეს და არც მისნაირებს ამ შეურაცხყოფას". - ამბობს სტუდენტი.
ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა რუსული რუბლები დააყარეს. თსუ-ს სალექციო აუდიტორიიდან დაცვის თანხმებით გამოსული ოცნების თავმჯდომარე დღეს საპროტესტო დერეფანში მოექცა.
არსებული ცნობებით, სტუდენტები კობახიძესთან რუსულ ფულზე ხელმოწერის თხოვნით მივიდნენ. რუსული კანონის მხარდამჭერ კობახიძესთან ახლოს სტუდენტები მისმა პირადმა დაცვამ არ მიუშვა. კიბეზე ჩასვლის დროს კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდებმა რუსული ფული დააყარეს.
კობახიძის თქმით, ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული.