ჩემთვის ,,ნაციონალური მოძრაობის" სიტყვას ფასი არა აქვს - ლევან იოსელიანი
,,ნაციონალები" შემოვლენ პარლამენტში და ამის არ შერცხვებათ- ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერმა განაცხადა. ტვ პირველის ,,დღის ამბებში" სტუმრობისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მათ ,,ენმ'-ს შესვლას პარლამენტში ჯერ კიდევ 4 თვის წინ პროგნოზირებდა.
,,ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბარი საერთოდ არ მინდა, ამ ხნის განმავლობაში მას პარლამენტში არშესვლისა და ბოიკოტირების მოწოდების გარდა გარდა არაფერი გაუკეთებია. დღეს ისე უტიფრად იძახიან, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთო, თითქოს ვადამდელი არჩევნები დანიშნული იყოს. ჩემთვის მაგათ სიტყვას ფასი არ აქვს... კონკრეტულად უნდა თქვან, რა არ აკმაყოფილებთ. აგრძელებენ ამ გაუთავებელ ლანძღვასა და გინებას ჩემი და ალეკოსი და რისი გულისთვის? იმის გულისთვის, რომ ისინი იგივეს აკეთებენ , რასაც ჩვენ 4 თვის წინ ვამბობდით, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდოდნენ და იმ პირობებში, როცა ვადამდელი არჩევნები დანიშნული არ იქნებოდა. ასე იქნება ახლა, შემოვლენ პარლამენტში და ამის არ შერცხვებათ - აღნიშნა ლევან იოსელიანმა ტვ პირველთან.