პრობაციის სააგენტოდან კინოში - წულუკიანი კინოცენტრს სასჯელაღსრულების კადრებით აკომპლექტებს
თეა წულუკიანი კინოცენტრს სასჯელაღსრულების კადრებით აკომპლექტებს. ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულელად კობა ხუბუნაია დაინიშნა. ხაბუნაია დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან წულუკიანის ნდობით აღჭურვილი პირია.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას პროტესტი უკვე მოჰყვა. თეა წულუკიანს განმარტებებს სთხოვენ, რისთვის დაიწყო რეორგანიზაცია და რატომ უშვებს სახლში კინოცენტრის გამოცდილ თანამშრომლებს. ირკვევა ისიც, რომ ერთ-ერთს შტატი კანონის დარღვევით გაუქმესს.
"პირველები" ერთ-ერთ გავაისუფლებულ თანამშრომელს, ნინო ხუხალაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ არ იცის სამსახურიდან რატომ გაათვაისუფლეს.
დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი სამინისტრომ. უბრალოდ, დღეს კვირა დღეა და მე დამირეკა კულტურის სამინისტროს ეიჩარმა და მთხოვა, რომ ხელი მომეწერა გაფრთხილების თაობაზე. მე ვუთხრაი, დღეს კვირაა დად ამას ვერ გავაკეთებ და არხ მქონდა ინფორმაცია რეოგანიზაციის თაობაზე და ამიტომ ვთხოვე, რომ გამოეგზავნა ჩემთვის მეილზე ეს ბრძანება და უბრალოდ, მითხრა ამასთანავე, რომ შენი პოზიცია უკვე გაუქმებულია, დებულებაშ შევიდა ცვლილება და აქედან გამომდინარე 12 ივილისიდან უკვე გათავისუფლდები თანამდებობიდან, - ამბობს ხუხალაშვილი.
კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაცია ხელოვანებმა რეპრესიების მორიგ ტალრად უკვე შეაფასეს.
რაც ხდება ახლა კინოცენტრში, ეს იყო მოსალოდნელი და მე ეს არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი ის მძიმე, შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ რეპრესიის დონის შმეოტევა. ალბათ ეს ყველაფერი იქითკენ მიდი, რომ რაღაცნაირად კინემატოგრაფიის წარმოება არ იყოს თავისუფალი და იყოს შეზღუდული, კინოხელვნებაში არ იყოს თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სათქმელი. არავის ვამუნათებ, მაგრამ გარკვეული ჯგუფი ამჯობინებდა ხოლმე, რომ ყოფილიყო ჩუმად, რაღაცნაირად გადაეგორებინა, არ გადაგორდა ეს ამბავი. ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ საბოლოო ჯამში, კინოწარმოება ეჭვი მაქვს, რომ დაუბრინდება საბჭოთა პერიოდის კინოწარმოებას, - ამბობს კინორეჟისორი ბესო სოლომანაშვილი.