ევროპარლამენტარებმა, ევროკომისიას "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ უფრო მკვეთრ ნაბიჯები გადადგმა მოითხოვეს
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა საგარეო კომიტეტზე გაფართოების კომუნიკე წარადგინა. საუბარია დოიკუმენტზე, სადაც საქართველოზე საუბარი არ არის.
- კოსის განცხადებით, ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს.
პრეზენტაციის შემდეგ გაფართოების საკითხებში ევროკომისარს კითხვა საქართველოზე ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ დაუსვა.
დეპუტატმა ევროკომისიას "ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ უფრო მკვეთრ ნაბიჯების შესაძლებლობაზე ჰკითხა.
"არსებობს თუ არა ახლა რეალური შანსი, რომ ევროპულ საბჭოში მიზნობრივ სანქციებზე შეთანხმება შედგეს?" - იკითხა მან.
კონკრეტული კითხვა მაქვს საქართველოსთან დაკავშირებით: ჩვენ უკვე შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა საქართველოდან მიღებული ინფორმაციით, ამას რეალური შედეგი თითქმის არ მოჰყოლია. განიხილავს თუ არა კომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების უფრო ფართო ზომებს და არსებობს თუ არა ახლა რეალური შანსი, რომ ევროპულ საბჭოში მიზნობრივ სანქციებზე შეთანხმება შედგეს?"- მიმართა კოსს კშიშტოფ ბრეიზამ.
კოსმა კი თქვა, რომ მომავალ კვირას ამ საკითხზე სპეციალურ განხილვას გამართავენ:
რაც შეეხება საქართველოს, მომავალ კვირას ამ საკითხზე სპეციალურ განხილვას გავმართავთ. ჩვენ მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რისი სურვილიც წევრ სახელმწიფოებს ექნებათ"- განმარტა კოსმა.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსმა რამდენიმე სააათის წინ განაცხადა, რომ ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს. "როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო" - თქვა მარტა კოსმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. პარალელურად უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მზად არის რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ევროპის საკანონმდებლო ორგანო, "ქართული ოცნების" ინიცირებულ პარტიების აკრძალვის პროცესის შეჩერებას მოითხოვს.