ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

07.10.26 10:08
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

 

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.

დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 6 ოქტომბერს მიიღო.

მსგავსი სიახლეები