თურქეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“ შექმნეს - რას ითხოვენ ანკარისგან

21.11.26 10:45
თურქეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“ შექმნეს - რას ითხოვენ ანკარისგან

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შვიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მონაწილეობით ე.წ. „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“ შეიქმნა. ინიციატივის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებისგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაცემული ე.წ. პასპორტების აღიარებასა და რეგიონთან პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დამყარებას მოითხოვენ.

ჯგუფის შექმნის შესახებ 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომელსაც თურქი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინიციატივის მხარდამჭერ წრეებში ასევე განიხილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, თუმცა ეს ჯგუფის ოფიციალურად გამოცხადებულ ძირითად მოთხოვნებს შორის არ დასტურდება.

ამ დროისთვის თურქეთის ოფიციალური პოზიცია უცვლელია - ანკარა აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. 

მსგავსი სიახლეები