ორიენტაციაარეული ადამიანები ჩვენი ჯანსაღი, ღირსეული ახალგაზრდობა არ არის - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ახალგაზრდები გაშავების კამპანიას განაგრძობს. "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ისევ ორიენტაცია არეულებს უწოდებს შვილების თაობას, რომელსაც ხელისუფლების პრორუსული კურსი არ მოსწონთ.
ირალი კობახიძე ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, ჯანსაღი ახალგაზრდების რიგებს არ მიეკუთვნებიან.
ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა არა მარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ, პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაცია სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ არეული ორიენტაცია, არ არიან , რა თქმა უნდა, ჩვენი ჯანსაღი, ღირსეული ახალგაზრდები, - ამბობს კობახიძე.