კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს ქვეყანა ივნისის ბოლომდე შეასრულებს

11.06.23 15:51
კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს ქვეყანა ივნისის ბოლომდე შეასრულებს

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ივნისის ბოლომდე ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მზად იქნება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ივნისი ბოლომდე ყველა რეფორმა უკვე გახორციელებული იქნება და იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო ამჯერად "უსამართლო" გადაწყვეტილებას არარ მიიღებს.

12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის გახორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში, დეკემბერში ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ იქნება სამართლიანი. შარშან, სამწუხაროდ, იყო ჩვენი საზოგადოებისთის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება მიღებული ევროპული საბჭოს მხრიდან. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში, დეკემბერში იქნება მიღებული სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები