უსამართლო გადაწყვეტილება იყო, ამას არ ვიმსახურებთ - მადინარაძე კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაზე
ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, მამუკა მდნიარაძე უსამართლოს უწოდებს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ეროვნული ინტერესების გამატარებელია და ამისთვის დასჯა არასწორია.
მდინარაძე იმედოვნებს, რომ ამჯერად საქართელოს კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ის ამას იმსახურებს.
ასეთი დამოკიდებულება ჩვენი მეგობრების მხრიდან აღარ უნდა იყოს, აღარ ვიმსახურებთ, არ ვიმსახურებდით არასდროს და არც ახლა ვიმსახურებთ, იმიტომ, რომ ვართ მართლები. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი, იმიტომ, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ეს დაადასტურა ევროკავშირმაც თავისი გამოქვეყნებული კრიტერიუმებით და ეს იმ ფაქტმა დაადასტურა პრველ რიგში, რომ ესენგეში მყოფი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, რომელიც პირნათლად ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს, - ამბობს მდინარაძე.