"ოცნების" მიერ 12 პუნქტის ცრუ, ფეიკური შესრულება, მიუღებელია - გიორგი ვაშაძე
"ქართული ოცნების" მიერ 12 პუნქტის შესრულებას "სტრატეგია აღმაშენებელი" ცრუს და ფასადურს უწოდებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.
ტყუილი, ცრუ რეფორმები, 12 პუნქტის ვითომ რაღაცა ფეიკური შესრულება არავისთვის მისაღები არ არის. 12 პუნქტის საბოტაჟის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ 12 პუნქტი უნდა შეასრულოს. ჩვენ, ოპოზიციას, ქართულ საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, ყველას უკვე არჩევანი გაკეთებული გვაქვს. მაქსიმუმი რაც შეგვიძლია და შეგვძლო ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჯერი თავიდან ბოლომდე არის „ქართულ ოცნებაზე“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.