რატომ უზრდიან სუს-ს უფლებებს? - თავდაცვის კომიტეტიდან თეონა აქუბარდია გააძევეს
თავდაცვის კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი გამოაძევეს. "ქართული ოცნება" თეონა აქუბარდიას კითხვებმა გააღიზიანა, რომელსაც აინტერესებს, რატომ უზრდიან სუს-ს კიდევ უფრო უფლებებს.
პარლამენტი ცვლისს კანონს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აძლევს უფლებას, სპეცტექნიკა ლიცენზიების გარეშე შემოიტანოს. ამ დრომდე ამას სხვა სახელმწიფო უწყებები აკეთებდნენ. ახლა ლილუაშვლის უწყება თავად გადაწყვეტს, რა და რამედნი იყიდოს .
კანონპროექტში ოპოზიციამ სერიოზული საფრთხე დაინახა. ჩნდება ეჭვი, ხომ სუსმა შესაძლოა, სანქცირებული რუსეთისგან ისეთი ნივთები იყიდოს, რისი აფიშირებაც არ უნდა.
შსს-მ, მაგალითად, შეისყიდა კომპიუტერული პროგრამა, რომეილც იყო ბელორუსული და კავშირი ჰქონდა რუსეტთნ, რამაც ძალიან დიდი კითხვები გააჩინა, მათ შორის, საზოგადოებაში. მთავრობას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს შესყიდვების შესახებ, როპდესაც უსაფრთხოების სექტორს ეხება საქმე, შესაბამისი ნუსხა იმ ქვეყნები, რომელი ქვეყნებიდანაც არ შეიძლება შესყიდვა უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამ ტიპის ცვლილება, როდესაც ეს კნონი არ გავქვს რა რისკებს წარმოშობს, თქვენ როგორ ფიქრობთ? ხომ არ იქნებოდა უკეთესი, რომ დავლოდებოდით ამ ნუსხას?, - თქვა ქუბარდიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიცონერ დეპუტატს დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
თქვენ თქვით, რომ შსს-მ თითქოს შეიძინა რაღაც ბელორუსული მოწყობილობა და შემდეგ თქვით, რომ ამას კავშირი ჰქონდა რუსეთთან. თქვენ გაქვთ იმის მტკიცებულება, რომ ამას რუსეთთან ჰქონდა კავშირი? ქალბატონო, თეონა, გაფრთხილებთ, შეწყვიტეთ საუბარი, დაგატოვებინებთ დარბაზს. ვითხოვ ტექნიკურ შესვენებას, ქალბატონმა თეონა ქუბარდიამ დატოვოს დარბაზი, - თქვა ირაკლი ბერაიამ.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი თენგიზ შარმანაშილი ახალ ინიციატივაში რისკებს ვერ ხედავს.
არასწორი ინფორმაცია აქვთ, თან კლნაონი შესაბამისად არ წაიკითხეს ან არ აქვთ ინფორმაცია, რომ სუსი, ახლა რაც წაგიკითხეთ, სუსის შესახებ გარდამავალი დებულებიდან გამომდინარე ისედაც ამას აკეთებს, - ამბობს შარმანაშვილი.
კანონპროექტს "ქართული ოცნების" გარდა არავის მხარდაჭერა არ აქვთ. ოპოზიცია ამბობს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებას კიდევ უფტო დააზიანებს.