ეროვნული ბანკის გაკონტროლების მცდელობა - "ოცნება" თავს ისევ პრეზიდენტს ესხმის
ეროვნულ ბანკში პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის შექმნის საკითხს ამ წუთებში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცნობს. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკში პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის შექმნის წინააღმდეგია. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობას ბლოკავს.
მმართველმა პარტიის წევრმა ირაკლი ზარქუამ დღეს სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საბოტაჟსა და მავნებლურ ქმედებებში დაადანაშაულა.
პრეზიდენტს საკუთარი ინტერპრეტაციები აქვს და პრეზიდენტის ინტერპრეტაციებზე ლეგენდები დადის ამა თუ იმ თემაზე, იცით, ჩვენი საზოგადოებისთვის ზოგი გაუგებარია, ზოგი არგუმენტების გარეშეა და მე თუ მკითხავთ, ზოგ შემთხვევაში არის ცოტა მავნებლური ხასიათის. სავალუტო ფონდი კმაყოფილია თუ არა ეროვნული ბანკის მუშაობით ამ ბოლო წლებში. ბლიც კითხვა კი თუ არა, ხო, კმაყოფილია. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ პრეზიდენტი საბოტაჟს უქმნის ამ ქვეყანას. არაერთგზის ჩვენ ამასი დავრწმუნდით. აშკარა ხდებოდა უკვე სახელმწიფო ინტიტუციების წინააღმდეგ გალაშქვრა, - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ზარქუას კრიტიკას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა.
რომელ საბოტაჟზეა საუბარი... აქ რაღაც საბოტაჟზე და დივერსიებზე საუბარი, მემგონი, ცოტა არასწორი ინტეპრეტაციაა თქვენი მხრიდან, ბატონო ირაკლი, - თქვა პრეზიდენტის მდივანმა გიორგი მსხილაძე.