შეუძლებელია, სახალხო დამცველი ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს - ომბუდსმენი

12.06.23 12:01
შეუძლებელია, სახალხო დამცველი ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს - ომბუდსმენი

ომბუდსმენი მისი მოადგილის ხმაურიან განცხადებას "გაუგებრობას" უწოდებს. საქმე ეხება ნათია ჯულაყიძის განცახდებას, რომელმაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტზე თქვა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სასამართლოს საქმიანობაზე მუშაობის მანდატი არ აქვს.

ლევან იოსელი ირწმუნება, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს საკითხს ვერ ჩამოშორდება. ომბუდსმენი ამბობს, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ყველა პროცესში ჩართული.

"სახალხო დამცველი შეუძლებელია ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის სასამართლოს რეფორმირების, სასამართლოს მონიტორინგს, ვინაიდან ეს გათვალისწინებული არის შესაბამისი კანონმდებლობით. მე არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველი იყო არის და იქნება ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებული არის სასამართლოსთან. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, დღესაც ვახდენთ კონკრეტული საქმეების მონიტორინგს, დღესაც დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ეს ბუნებრივია ჩვენი ნაწილია და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - ამბობს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

 

მსგავსი სიახლეები