თემამ მოიტანა... იმას, ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა, წლების წინ 25 "როლექსის" საათი მოპარეს - ირაკლი ოქრუაშვილი

12.06.23 13:55
თემამ მოიტანა... იმას, ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა, წლების წინ 25 "როლექსის" საათი მოპარეს - ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ექს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მისი პროკურორობის დრო მომხდარ კრიმინალურ ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ 2004 წელს თბილისში ერთ-ერთი "ცნობილი ადამიანის ბინა გატეხეს". 

ოქრუაშვილის თქმით, სახლის მფლობელმა გამომძიებლებს არაოფიციალურად უთხრა, რომ საცხოვრებელი სახლიდან  25 ცალი როლექსის საათი იყო წაღებული. 

ყოფილი მაღალჩინოსანის მინიშნებით, ეს კაცი "მისღებ გამოცდებს აწყობდა"

თემამ მოიტანა და მეც ვიტყვი. 2004 წელია, ახალი დანიშნული ვარ პროკურორად და თბილისში ერთი ცნობილი ადამიანის ბინა "გატყდა". საქმე გაიხსნა თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ ეგ არაა მთავარი - ოჯახის უფროსმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ჩვენებაში ნუ დამაფიქსირებინებთ  და ზეპირად გეტყვით რაც წაიღესო. წაღებული კი იყო ბევრი რამ, მათ შორის 25 ცალი როლექსის საათი, რომლის მინიმალური ღირებულება მაშინდელი ფასებით 20 000 დოლარიდან იწყებოდა. აბა გამოიცანით 25 როლექსი რა კატეგორიის ადამიანს ექნებოდა სახლში. ვერ მიხვდებით.
იმას ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა. მიხვდით ვისი ბინა იყო?

ცნობისთვის, ჟურნალისტმა ბექა ყორშიმ სიუჟეტი მოამზადა, "მთავარი არხის" წარმომადგენელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის სახელით დაუკავშირდა და ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

მეტრეველი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ "ბატონი ირაკლისთვის ყველაფერი მოხერხდება".

 

მსგავსი სიახლეები