პრეზიდენტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არაჯანსაღი მიდგომები აქვს - ირაკლი ზარქუა
მსოფლიო სავალუტო ფონდის პროტესტის მიუხედავად "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს მაინც დაძლევს. ამის შესახებ დღეს ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ სალმე ზურაბიშვილს სახელმწიფო ინსტიტუციებთან მიმართებაში არაჯანსაღი მიდგომები აქვს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკზე გალაშქვრის უფლებას არავის მისცემენ.
ვინც იღებს მიდგომებს იზიარებს პრეზიდენტი და ხედავს ამის აუცილებლობას, ცვლილებების, თუმცა ბოლომდე ვერ გამოგვყვა იმიტომ, რომ მე გონივრული ეჭვი მაქვს, რომ არაჯანსაღი მიდგომა აქვს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და ან სიჯიუტესთან გვაქვს საქმე ყოველ შემთხვევაში ორივე დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის აქედან გამომდინარე დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ვეტო დაიძლიოს და დიახ, ჩვენ არავის მივცემთ საფუძველს რომ ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს, - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ეროვნულ ბანკში პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის შექმნის საკითხს ამ წუთებში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააცნო, თუმცა მმართველმა გუნდმა ისინი არ გაიზიარა.
სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკში პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობის შექმნის წინააღმდეგია. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობას ბლოკავს.