თვის ბოლოს მზად ვიქნებით, მივიღოთ გადაწყვეტილება - ნიკა მელია კიევიდან დაბრუნდა

22.05.21 11:10
თვის ბოლოს მზად ვიქნებით, მივიღოთ გადაწყვეტილება - ნიკა მელია კიევიდან დაბრუნდა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა  საქართველოშია. ნიკა მელია კიევიდან, რამდენიმედღიანი ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა. მან კონსულტაციები მიხეილს სააკაშვილთან გაიარა. 

ნიკა მელია არ აკონკრეტებს რაზე შეთანხმდნენ კიევში. მისი თქმით, გადაწყვეტილება ენმ-ს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოცხადდება. 

ვტქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს 2 კვირა შეიძლება იყოს 20 დღე, მე ვფიქრობ რომ სწორი არჩევანი გავაკეთე რომ არ ვიჩქარე. თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები. მნიშვნელოვანი იყო მე და სააკაშვილს შორის ყოფილიყო ურთიერთგაგება, როცა ბევრი ადამიანი მუსაოსბ, რომ ეს ასე არ იყოს. მოხარული ვარ რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით", - თქვა ნიკა მელიამ.