ელჩები დღეს ირაკლი რარიბაშვილს შეხვდებიან

12.06.23 16:30
ელჩები დღეს ირაკლი რარიბაშვილს შეხვდებიან

საქართველოში აკრედიტებული ელჩები დღეს ირაკლი რარიბაშვილს შეხვდებიან - აუდიენციას დაესწრება  ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი. 

დღეს შევხვდებით პრემიერმინისტრს მისივე ინიციატივით. ჩვენ რეგულარულად ვმართავთ ასეთ შეხვედრებს, რადგან მიმაჩნია, რომ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა დიპლომატიურ კორპუსსა და მთავრობას შორის უნდა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური. განსაკუთრებით ახლა, როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება და ახლოვდება ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ ახალი მოხსენების გამოქვეყნების დრო. მე რამდენადაც გავიგე, პრემიერმინისტრთან მიწვევა ეხება საქართველოში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩს. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი იქნება იქ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა მოვა", - თქვა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები