"ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე თავი მოაბეზრა ყველას - შალვა პაპუაშვილი

22.05.21 11:19
"ნაციონალურმა მოძრაობამ"  უკვე თავი მოაბეზრა ყველას - შალვა პაპუაშვილი

უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობა" არჩევანი უნდა გააკეთოს, შევა პარლამენტში, თუ დარჩება რადიკალურ ოპოზიციად. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ"  უკვე თავი მოაბეზრა ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათი ეს გაჯიუტება მომაბეზრებელია, ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარების მოწოდებებს ენმ-ს მიმართ. წარმოაჩინონ თითქოს ნიკა მელია როგორც პოლიტპატიმარი ისე გამოვიდა ციხიდან. "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოყალიბდეს, სად არიან ისინი არიან საბოლოო ჯამში, როგორც რადიკალური პარტია, თუ აღიარებენ ამ რადიკალური დღის წესრიგის მარცხს და შემოვლენ პარლამენტში", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. ცოტა ხნის წინ კიევიდან დაბრუნებულმა ნიკა მელიამ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოცხადდება.