ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მომზადებულ კანონს აკრიტიკებს

12.06.23 17:42
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მომზადებულ კანონს აკრიტიკებს

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მომზადებულ კანონს აკრიტიკებს - პაპუნა ლეჟავა "პირველებთან" ინტერვიუში  ეროვნულ ბანკს შესაძლო დაზიანებაზეც საუბრობს. 

მისი თქმით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ნებისმიერი კანონპროექტი კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიეღოთ. ლეჟავას თქმით, ეს მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო არამხოლოდ ეროვნულ ბანკთან, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. 

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ "ოცნების" მიერ შემუშავაბული კანონპროექტის მიხედვით სებ-ში არააღმასრულებელი პირების რაოდენობა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე აღმასრულებელი, შესაბამისად პაპუნა ჟვანია აცხადებს, რომ ეს ყოველივე უწყების დამოუკიდებლობას საფრთხელ შეუქმნის: 

ირკვევა, რომ ქართულმა ოცნებამ ცვლილებების შეტანის პროცესი ისე დაიწყო, რომ ეროვნული ბანკისთვის არაფერი უკითხავს.

ცვლილებებს რამდენიმე მიზეზის გამო არ ვიზიარებთ. ვთვლით, რომ ეს ფარო კონსულტაციების საფუძველზე უნდა მოხდეს. მათ შორის სავალუტო ფონდთან. ასეთი კონსულტაციები არ ყოფილა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ამის ნაჩქარევად მიღება არ შეიძლება. პროცესის დაჩქარებულ რეჟიმში მიღებას არ ვეთანხმებით და პროცესთან დაკავშირებითაც გვაქვს შენიშვნები. 

აღმასრულებელი და არა აღმასრულებელი წევრების ბალანსი ირღვევა. ეროვნული ბანკის საბჭოს იდეა არის არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა იყოს მეტი, რათა მათ განახორციელონ ზედამხედველობა ეროვნულ ბანკზე"- ამბობს ლეჟავა.

მმართველი პარტია ეროვნულ ბანკში  პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას ამატებს. იდეა საპარლამენტო უმრავლესობას სალომე ზურაბიშვილის უარის შემდეგ გაუჩნდა. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის დირექტორის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა დაიწუნა.

ცვლილებებს პრეზიდენტმა  ვეტო 23 თებერვალს დაადო, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ვეტოს დაძლევა დააანონსა. 

 

მსგავსი სიახლეები