"ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი" - ვოლსკი

12.06.23 18:10
"ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი" - ვოლსკი

"ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი" - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩებისა და პრემიერ ღარიბაშვილის დაგეგმილ შეხვედრას. 

ელჩებთან ინტენსიური კონსულტაციები კარგია იმისათვის, რათა ნებისმიერ ბუნდოვანებას დაესვას წერტილი და აღარ ჰქონდეს პროვოკაციის მოსურნე პოლიტიკურ სუბიექტებს ან მათ მედია წარმომადგენლებს საშუალება, შეიტანონ რაიმე ბუნდოვანება იმ რეალობაში, რაც ნამდვილად არსებობს"- თქვა მან. 

 

მსგავსი სიახლეები