"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს - განცხადება მმართველ პარტიაში

12.06.23 18:48
"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს - განცხადება მმართველ პარტიაში

"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს დაძლევს. 

მამუკა მდინარაძის თქმით, ერთადერთი განსხვავება მათსა და სალომე ზურაბიშვილის პოზიციას შორის არის ეროვნული ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციის დამატება.

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართლა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირად არის საუბარი. დევალვაცია, ინფლაცია და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია და უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა დღეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ," - აცხადებს მდინარაძე. 

მისი თქმით, ყველა კრიტიკა ამასთან მიმართებაში არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო 23 თებერვალს დაადო. 

მსგავსი სიახლეები