პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს

12.06.23 19:11
პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, არსებობს საკითხები, რაც უფრო სიღრმისეულად გაანალიზებას მოითხოვს.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესის ნაცვლად, განხილვის სტანდარტულ წესს გავყვეთ და კანონპროექტი ამ გზით მივიღოთ“, - განაცხადა სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე.

 

მსგავსი სიახლეები