მეორე დემარშიც ასევე უსაფუძვლოა - მამუკა მდინარაძე
"ქართული ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეორე დემარში საქართველო-რუსეთის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, პირველი დემარშის მსგავსად უსაფუძვლოა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირველი დემარში იყო ფეიკის საფუძველი:
გაგახსენებთ, პირველი დემარში იყო ფეიკის საფუძველი, იმიტომ რომ სტრასბურგმა ეს თქვა. არანაირი საფუძველი პირველ დემარშს არ ჰქონდა და გარკვეული უხერხულობა ამან შექმნა, მეორე დემარშიც ასევე უსაფუძვლოა.
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ერევანში რომ გაფრინდება ადამიანი და იქიდან გადმოფრინდება ადამიანი, თუ პირდაპირ ჩამოფრინდება განსხვავებას რომელიმე თქვენგანი ხედავთ მაგაში?"- თქვა მან.
ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ხვდებიან. პრემიერისა და ელჩების შეხვედრას წინ უძღოდა ღარიბაშვილის მოულოდნელი შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან.