ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - განხილვა დღეს კომიტეტებში შედგება

22.05.21 11:32
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - განხილვა დღეს კომიტეტებში შედგება

„საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხლავს.

პროექტების განხილვა ასევე მოხდება საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტსა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის გაერთიანებულ კომიტეტში.

მომავალ კვირას კი კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. დოკუმენტი ვენეციის კომისიასთან უკვე გადაგზავნილია და მეორე მოსმენამდე კომისიის შეფასებებს დაელოდებიან.  

კანონპროექტი გუშინ პირველი მოსმენით ადამიანის უფლებების დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა კომიტეტებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 

არსებყული ცვლილებების მიხედვით, კომისიები 11 წევრის ნაცვლად 17 წევრისგან დაკომპლექტდება.