ოპოზიციონერებო, თუ თქვენ საქართველოს მხარეს არ ითამაშებთ, ამ მატჩის მოგება რთული იქნება - ბოჭორიშვილი
ბრიუსელიდან მძიმე საუბრების და კრიტიკის შემდეგ, უკან დაბრუნებული ხელისუფლება დილიდან ოპოზიციას და კრიტიკულ მედიას ლანძღავს - ასე დაიწყო დღევანდელი სესია პარლამენტში.
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ საქართველოს მხარეს ითამაშონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია რთული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა, რომ გასულ კვირას განმართული შეხვედრა გამოყენებულიყო მხოლოდ კრიტიკული პოზიციების გასაჟღერებლად, ჩვენ შევძელით გვესაუბრა ასოცირების შეთანხმების და ევროკავსირის რეკომენდაციების შესრულებსი პროგრესზე. რთულია, ასევე არ დაინახო ოპოზიციის დიდი ნაწილის ძალისხმევა, ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიული მიზნის ნაცვლად, გადააქციონ ხელისუფლებასთან ბრძოლის იარაღად.
პარლამენტის ოპოზიციონერო წევრებო, თუ თქვენ საქართველოს მხარეს არ ითამაშებთ, ამ მატჩის მოგება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება". - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.