ენმ შემოვა თუ არა პარლამენტში დიდი მნიშვნელობა არ აქვს - ალუდა ღუდუშაური
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამნეტში შესვლა საკანონმდებლო ორგანოსთვის გადამწყვეტი არ არის. ღუდუშაურის თქმით, ეს ნაბიჯი თავად პარტიას წაადგება.
"ნაციონალური მოძრაობა" შემოვა თუ არა პარლამენტში, პარლამენტისთვის დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი საზოგადოება დაიღალა ენმ-ს დესტრუქციული ქმედებებით მათი ფუქნცია გადამწყვეტი არაა, თუ გადაწყვეტენ რომ მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და შეასრულონ ის დავალება, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა არჩევნების გზით მათ გადასცეს, ვფიქრობ რომ ეს წაადგება მათ და თავს დაანებებენ დესტრუქციულ ქმედებებს და სააკაშვილის გეგმებზე უარს იტყვიან, ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, სხვა შემთხვევაში ენმ-ს როლი არის გადაჭარბებული", - ამბობს ალუდა ღუდუშაური.