ჩვენზე უმტკიცებდენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა უნდა აუხსნან რომ მოღალატეები არ არიან - მანჯგალაძე ენმ-ზე

22.05.21 12:29
ჩვენზე უმტკიცებდენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა უნდა აუხსნან რომ მოღალატეები არ არიან - მანჯგალაძე ენმ-ზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობისთვის" მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რადგან მათ იმ გააწყვეტილების მიღება უწევთ რის გამო ხელმომწერ პარტიებს ღალატში ადანაშაულბდნენ.პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შემოვიდეს.

ის უსამართლობის ნიაღვარი რაც მომართეს ჩვენ წინააღმდეგ ვინც მოვაწერეთ ხელი დოკუმენტზე, სწორედ ეს იქცა მთავარ დაბრკოლებად "ნაციონალური მოძრაობისთვის", ის ხალხი რომლებიც მოქოქეს ჩვენ წინააღმდეგ ეხლა მოქოქილები არიან  ლიდერების წინააღმდეგ, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდა. ეს პროცესი რთულია "ნაციონალური მოძრაობისთვის" მძიმე პროცესია, 2 კვირის წინ ჩვენზე უმტკიცებდენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თვითონ უნდა მიიღონ იგივე გადაწყვეტილება და აუხსნიან თუ რატომ არ არიან მოღალატეები. ნამდვილად მოღალატე არავინ არის  და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შემოვიდეს", - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები