თუ გსურთ, დაინახოთ მიზეზი, რატომ არ გაქვთ კანდიდატის სტატუსი, სარკე სახესთან მიიტანეთ - სამადაშვილი
"თუ გსურთ დაინახოთ მიზეზი, რატომ არ გაქვთ კანდიდატის სტატუსი, სარკე ახლოს მიიტანეთ სახესთან და კარგად შეხედეთ საკუთარ თავს“, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ პროპაგანდას „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი. სასესიო სხდომაზე, სადაც მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთის მიყოლებით პარტნიორებს აკრიტიკებენ და სტატუსის მიღების სანაცვლოდ ლგბტ თემით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ტყუილში ამხელს.
რეალობა კი არის ის, რაც გითხრეს ქალბატონ ბოჭორიშვილს და ქართულ ოცნებას ბრიუსელში, თუ გსურთ დაინახოთ მიზეზი, რატომ არ გაქვთ კანდიდატის სტატუსი, სარკე ახლოს მიიტანეთ სახესთან და კარგად შეხედეთ საკუთარ თავს. ამიტომ არის ჩვენ რომ ვამბობთ, რომ თქვენი ხელისუფლების შეცვლის გარეშე ევროპული მომავალი ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
უკვე მეორე დღეა, ქართული ოცნება დასავლეთზე მორიგ შტურმს ახორციელებს,. მას შემდეგ, რაც ვენეციის კომიისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და მიიღო მითითება, რომ კანონი ამ სახით არ უნდა მიიღოს საქართველომ, მმართველი გუნდი დასავლეთს ლგბტთემის პროპაგანდას აბრალებს და თავს ამით იცავს. გარდა ამისა, ქართულ ოცნებას მორიგ ჯერზე უწევს ევროპარლამენტარების კრიტიკის მოგერიება. ამჯერად 12 პუნქტის ზერდაპირულად შეესრულებაში ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ამხელს სახელისუფლებო გუნდს.