რექტორი არ უნდა იყოს ნასამართლევი - გიორგი ვაშაძე გაფიცულ სტუდენტებს შეხვდა

22.05.21 13:17
რექტორი არ უნდა იყოს ნასამართლევი -  გიორგი ვაშაძე გაფიცულ სტუდენტებს შეხვდა

"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიდა, სადაც სტუდენტების ნაწილმა შიმშილობა გამაოცხადა. ვაშაძე სტუდენტების პროტესტს შეუერთდა. მისი თქმით, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რექტორი ნასამართლევი არ იყოს და ამიტომ ის აპირებს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დააყენოს, რომ ნასამართლევი პირი რექტორად ვეღარ აირჩიონ. 

მე მთხოვეს, რომ ეს საკითხი დავაყენო პარლამენტში, ამას შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის სახეც მივცეთ, რომ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა იყოს რექტორი. წესით ამას არ უნდა ჭირდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში საკანონმდებლო ინიციატივა. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდნენ, მას უნდა ირჩევდნენ პროფესორ-მასწვალებლები და არა განათლების მინისტრს ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვინც მოუნდება ის დანიშნოს რექტორად. ყველაფერს გავაკეთებ რომ მათი მოთხოვნა რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდეს.

უმაღლესი სასწავლებლები გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის იქ არის სტუდკავშირები, რომლებიც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ, გვინახავს სახელისუფლებო აქციებზე ეს ხალხი, ამას მოაწესრიგებს პირდაპირ არჩევა რექტორის, როგორც კი რექტორს აირჩევენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები მორჩება ის პოლიტიკურ მდგენელი რაც დღეს არის", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე მესამე დღეა შიმშილობენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის  მიუღებელია რექტორი, რომელიც წარსულში 4-ჯერაა ნასამართლევი.

მსგავსი სიახლეები